ბათუმელმა ძიუდოისტების წარმატება რიზეს საერთაშორისო ტურნირზე

04 სექ 2026

11 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აჭარის ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში, რომელიც კადეტთა და ჭაბუკთა შორის ჩატარდა.

ეს ზედიზედ მეორე საერთაშორისო შეჯიბრება იყო, რომელსაც თურქეთმა უმასპინძლა და სადაც აჭარის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ორდუში გამართულ შეჯიბრებაზე ვახტანგ ზოიძის შეგირდებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ 5-6 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი 2026“ ჭაბუკთა შორის.