04 სექ 2026
„მუზეუმი და გლობალიზაცია'' - ბათუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია უკვე მეექვსედ იმართება და მისი მიზანი ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების განვითარებაა.
ამის გარდა, ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საერთაშიროსო კონფერენცია, ხელს შეუწყობს სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევარების სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და მას ადგილობრივთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ოფიციალურ ნაწილს აჭარის კულტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ესწრებოდნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ მეცნიერებმა და მკვლევარებმა მუშაობა სექციებში განაგრძეს.