04 სექ 2026
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუხაესტატე-წყავროკის და სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების გეგმების დამტკიცების შესახებ მოქმედ დადგენილებებში.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის სხვა უწყებებისთვის გადაცემის საკითხი. სოფელ ქვედა კვირიკეში მდებარე 5 ათას 332 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უნდა გადავიდეს და შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის სარგებლობაში გადაცემას მოხმარდეს.
რაც შეეხება ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N172-ის მიმდებარედ ათას 455 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს, მისი სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობის მიზნით განიხილება. საკრებულოს წევრებმა ოთხივე საკითხს მხარი დაუჭირეს.