04 სექ 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.