04 სექ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა.
აჭარის მთვარობის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს.
„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს მისიის Grand CEO Tour ფარგლებში იმყოფებიან. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოთი, სტრატეგიული მდებარეობით, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, ხოლო ვიზიტი ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.