თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის

04 სექ 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოსა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში   თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.  

განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოსთან ერთად  იმუშავებს.    

სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ციფრული მმართველობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარება იქნება.