04 სექ 2026
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად გააცნო, მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.
დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი, რითიც სცადა დაზარალებულთა დარწმუნება, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.