04 სექ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ნაკრების წევრ სერჰი იემელიანოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი მიულოცა. პარაკაიაკით ასპარეზობაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალურ გაცურვაში მან 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 700-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.