03 სექ 2026
გურიიდან - ვენეციამდე. შავ-თეთრი კადრებით გაცოცხლებული 90-იანი წლების საქართველო, გურული იუმორი, სიმღერა და ყოველდღიურობა, რომელიც მძიმე რეალობის მიუხედავად,მაინც გრძელდება, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი ,,გურია“ მალე ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგება.
,,გურია“ ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნის ნგრევის, სიღარიბისა და ქაოსის შუაგულშიც კი ცდილობენ შეინარჩუნონ სიყვარული, ღირსება და ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელების სურვილი.