ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - "ოსკარი", ქვეყნის სახელით  რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს "გურია" წარადგენს

03 სექ 2026

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - "ოსკარი", ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს "გურია" წარადგენს.

2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე კანდიდატი ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა.

წარსადგენი კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ, არქივის კინოთეატრში ფარული კენჭისყრით გამოავლინა. ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე "ოსკარი" ქართული ფილმი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე იყო წარდგენილი.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ "ოსკარზე" 20-ზე მეტი ქართული ფილმია წარდგენილი.