03 სექ 2026
პროკურატურაში იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი გამოიკითხა, რომლებმაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე კომენტარი გააკეთეს. გამოკითხულთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა და რომლის უტყუარობაც პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ განცხადებით დაადასტურა, ღარიბაშვილმა ორი დღის წინ საპატიმროდან გამოქვეყნებული წერილით ეჭვქვეშ დააყენა.
ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური - ასეთია გამოსაკითხ პირთა სიაა. ნაწილი უკვე იმყოფებოდა საგამოძიებო ორგანოში, ნაწილი თანამშრომლობას არ აპირებს, კიდევ ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე ისაუბრებს.