03 სექ 2026
აჭარაში პირველი, ორთოდონტიის რეზიდენტურა გაიხსნა. პროგრამა 22 თვიანია და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კურსი რეალურ სამუშაო სივრცეში გაიარონ. კლინიკაში ერთდროულად 6 სტუდენტი შეძლებს ცოდნის გაღრმავებას.
ისინი გარკვეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ პრაქტიკული ნაწილის გავლის დროს. აღსანიშნავია, რომ ბაკალავრიატი ამ მიმართულებით 5 წლიანია, აქამდე რეზიდენტურას სტუდენტები დედაქალაქში ან უცხოეთში გადიოდნენ.