შალვა პაპუაშვილის განცხადება-პოლიტიკური შეფასებები

03 სექ 2026

აქციებზე დაკავებულების პატიმრობაში ყოფნა და შალვა პაპუაშვილის წერილი შეაფასეს პოლიტიკოსებმა. პარტია "გახარია საქართველოსთვის"  დეპუტატი ამბობს, რომ დაკავებულების უმრავლესობა სასჯელს ტყუილად იხდის და მათი საქმეები არასამართლიანია.

გიორგი შარაშიძეს მიაჩნია, რომ დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული.

,,ქართულ ოცნებაში'' კი მიაჩნიათ, რომ აქციაზე დაკავებულები კონკრეტულმა ჯგუფებმა გამოიყენეს და დაპატიმრების შემდეგ კი მიატოვეს.