ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს – კაია კალასი

02 სექ 2026

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. 

კაია კალასის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებულია რუსეთის ელჩი. გერმანიის მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება „ძალიან ძლიერი სიგნალია“ - აღნიშნა კალასმა და აქვე შეაქო ევროკავშირის ქვეყნები ბერლინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის.

კალასის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ დამატებით სანქციების მიღება იგეგმება. განიხილება შავ სიაში 1 600 პირისა და ორგანიზაციის შეყვანის საკითხი.