რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

02 სექ 2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომლებიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებენ. ზელენსკიმ  მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება.

,,გვსურს, გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.