ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია“ - ვლადიმერ პუტინი

02 სექ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სწორედ კიევი მოითხოვს მოლაპარაკებების განახლებას და პირისპირ შეხვედრების გამართვას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია.