ვაშინგტონი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

02 სექ 2026

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. „სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ერთი ბანკის წინააღმდეგ სანქციებს გამოვაცხადებთ, შემდეგ კვირაში კი – კიდევ ერთის“, – განაცხადა ბესენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.

მისივე თქმით, აშშ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კონსულტაციებს აგრძელებს და მათგან მხარდაჭერას იღებს. აშშ-ის სახაზინო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ საქმიან ურთიერთობას კვლავ აგრძელებენ.