სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

02 სექ 2026

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. გათამაშებაში სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გამარჯვებული 16 წყვილს შორის გამოვლინდა. ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.