01 სექ 2026
12 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული, ასეთია ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას.
ქალაქ ბორისპოლში რუსულ იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმის შედეგად 5 სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის დედაქალაქში რკინიგზის დეპოზე დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 რკინიგზის თანამშრომელია.