01 სექ 2026
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშეწყობას. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა რეგიონს ახალ სიცოცხლეს მისცემს.
ერდოღანმა დაამატა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკეთესად არის აღქმული თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გადადგმული თანამშრომლობის ნაბიჯების ღირებულება, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში.