01 სექ 2026
ქონების გადასახადის დღეს მოქმედი წესი შესაძლოა შეიცვალოს. ფიზიკური პირებისთვის შემოსავლის არსებული 40 ათას ლარიანი ზღვარი იზრდება. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ დააანონსა.
დღეს მოქმედი წესით, ქონების გადასახადი იმ პირებს უწევთ, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს აღემატება, ქართულ ოცნებაში აანონსებენ რომ ეს ზღვარი გაიზრდება. რაზეც მათი განმარტებით აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ფინანსთა სამინისტრო.
ინიციატივის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.