01 სექ 2026
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოკუპაცია იყო მთავარი თემა, რაზეც დარბაზში ურთიერთბლადებები ისმოდა. ოპოზიციას ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშრებით კითხვები ჰქონდა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს აქ განმარტავენ რომ დეოკუპაციისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი.
მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნუის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშუალებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა, პატიმრების შეწყალება, სანქციები, ევროინტეგრაცია, აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები, სოციალური ფონი - საკუთარ გამოსვლებში დეპუტატები დღეს ძირითადად ამ საკითხებს შეეხენ.