სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

01 სექ 2026

სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.