01 სექ 2026
ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ლეგენდარული ფეხბურთელი ამიერიდან არგენტინის ნაკრებში აღარ ითამაშებს.
მესიმ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა: „ფინალიდან ამდენი ხნის გასვლის და დიდი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეროვნული ნაკრებიდან მივდივარ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის გამო გული მტკიოდა და დღემდე მტკივა, მაგრამ მესმის, რომ ეს შესაფერისი დროა. ვფიცავ, რომ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი მოვიგეთ, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის მეშვეობით არგენტინელობით გეამაყათ. ყველაფერი გავეცი, რაც მქონდა. მეტი არაფერი მაქვს გასაცემი და გარდა ამისა, ჩემს უკან არიან შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც იმსახურებენ იქ ყოფნას“, - განაცხადა არგენტინელმა ლეგენდამ.
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში 2005-2026 წლებში 207 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა, ორივე შედეგი არგენტინისთვის რეკორდია. მან ოთხი ტიტული მოიგო - მსოფლიოს ჩემპიონატი და ფინალისიმა ერთხელ, ხოლო ორჯერ კოპა ამერიკა. გარდა ამისა, მსოფლიოს ორგზის და კოპა ამერიკის სამგზის ვიცე-ჩემპიონია.