რაგბის ერთა თასი, „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ მატჩს გამართავენ

01 სექ 2026

მსოფლიო რაგბმა 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი დაამტკიცა. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები სამ თამაშს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.

ბორჯღალოსნები შვიდ ნოემბერს “ავჭალაზე” კანადას დაუპირისპირდებიან, 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან, ხოლო 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.