ქართველმა კალათბურთელებმა პორტუგალია დაამარცხეს

01 სექ 2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე 98:90 დაამარცხა. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან.

ურთიერთშეხვედრამდე ორივე ნაკრებს ჯგუფში ოთხი მოგება ჰქონდათ. გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი საუკეთესო გადის.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. რატი ანდრონიკაშვილიs ანგარიშზე 20 ქულა და 4 ჩაჭრა იყო, 22 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით თავი გამოიჩინა სანდრო მამუკელაშვილი. 13 ქულა და 6 პასი ჰქონდა მარკის რიდს, ხოლო გოგა ბითაძემ კი გუნდს 11 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. საქართველოს ნაკრებს 8 ტურის შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება აქვს და მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, საბერძნეთს სტუმრად შეხვდება.

ფიბას მორიგი სათამაშო დღის სიმბოლურ ხუთეულში ორი ქართველი კალათბურთელი მოხვდა - თორნიკე შენგელია და რატი ანდრონიკაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ფანჯარაში ორივე მატჩი მოიგო, ჯერ მონტენეგრო და შემდეგ კი პორტუგალია დაამარცხა.