აშშ-ისა და რუსეთის ფინანსთა მინისტრები დიდი ოცეულის ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ

01 სექ 2026

აშშ-ისა და რუსეთის ფინანსთა მინისტრები დიდი ოცეულის ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ ეს შეხვედრა „ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან უმაღლესი დონის ურთიერთობის განახლების მკაფიო ნიშანი“ იყო.

ასევე გამოცემა აშშ-ის ხაზინის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრებმა უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მოლაპარაკებები შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის და დიდი ოცეულის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის საკითხებს.