01 სექ 2026
რუსულმა მხარემ უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსულმა მხარემ დრონების გამოყენებით შეუტია საბორნე გამშვებ პუნტქ „ორლოვკას“, რის გამოც გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოდესის ოლქში რუსეთის იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.