შეხვედრა კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე 

01 სექ 2026

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.    

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფრომაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხის ამაღლებას.

ასევე განიხილეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.