საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

01 სექ 2026

ფიზიკური პირებისთვის დასაბეგრი ქონების ზღვარი იზრდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი განმარტებით ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ფინანსთა სამინისტრო. ინიციატივის დეტალები, ასევე რამდენად გაიზრდება ფიზიკური პირების დასაბეგრი ქონების ზღვარი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, ქონების გადასახადი იმ პირებს უწევთ, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება.