პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტჟირებას აცხადებს.
უწყების
ცნობით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სტაჟირების პერიოდი: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე –
https://vacancy.hr.gov.ge/
სტრუქტურული ქვედანაყოფები, სადაც შესაძლებელია სტაჟირების გავლა:
დავების განხილვის სამსახური:

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი