31 აგვ 2026
პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი ხვალ დაიწყება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - შეეძლებათ.
საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების შეძენა 84 პუნქტში იქნება შესაძლებელი. ადგილზე ფორმების შეძენა მსობლებს 14 სექტემბრამდე შეეძლებათ, ხოლო 15 სექტემბრიდან კი მხოლოდ მხოლოდ ონლაინ გახდება შესაძლებელი.
ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, მრავალშვილიან ოჯახებს, სახელმწიფო ზრუნვასა და მინდობით აღზრდის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ასევე 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.