ისრაელმა და საბერძნეთმა სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს

31 აგვ 2026

ისრაელმა და საბერძნეთმა სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს.

 ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „აქილევსის ფარის“ შეთანხმების თანახმად, ისრაელი რამდენიმე სისტემას ექსპორტზე გაიტანს.

სამინისტროს განცხადებით, ეს ისრაელ-საბერძნეთის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვის ექსპორტის გარიგებაა. ხელშეკრულებას ხელი დღეს თელ ავივში, სამინისტროს შტაბ-ბინაში ხელი მოაწერეს.