31 აგვ 2026
ზღვისპირა პარკი ყავის ფესტივალს მასპინძლობს. სამი დღის განმვალობაში ყავის მოყვარულებს საშუალება აქვთ ბათუმის ბულვარში ტრადიციული ბათუმური ყავა დააგემოვნონ და საყვარელ არომატულ სასმელზე სხვადასხვა ისტორია მოისმინონ.
პარალელურად სტუმრების განწყობაზე ადგილზე მთელი დღის განმვლობაში ცოცხალი მუსიკა და DJ-ები იზრუნებენ. ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილია ბავშთა გასართობი სივრცეები და დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.