31 აგვ 2026
ხულოში ტრადიციული სახალხო ღონისძიება „ტბელობა“ იზეიმეს. ღონისძიებაზე წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების - „ბერმუხას“, „ხელგაშლილას“, „არგინეთის“ და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთამ ერთად დაესწრო.
ზურაბ პატარაძემ ხიხაძირში გამართული ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრაზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დღესასწაულის ორგანიზების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ხულოს განახლებულ ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ გაიხსნა ტბელ აბუსერისძის ძეგლი.
„ტბელობა“ მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე მწერლის, მეცნიერისა და სასულიერო პირის ტბელ აბუსერისძის სახელს უკავშირდება, რომელმაც ქართული მეცნიერებისა და სულიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.