31 აგვ 2026
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს 4 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის, წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსების წესის ცვლილების, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის შესახებ. ასევე ისაუბრეს მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესზე.