ლევან მაჭავარიანის განცხადება და გამოხმაურებები

31 აგვ 2026

 პოლიტიკური შეფასებების საგანია ლევან მაჭავარიანის მორიგი განცხადება ,ენჯეოებთან'' დაკავშირებით. დეპუტატი ოპოზიციის, მესამე სექტორისა და რევოლუციური სცენარის შესახებ მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს.

„აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები!''-წერს ლევან მაჭავარიანი და აღნიშნავს, რომ  მუდმივი საბოტაჟისა და რყევის მიუხედავად, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე.

წერილში აღნიშნულია, რომ გიორგი  გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გარე პატრონების დავალებით სწორედ კრიზისის დასამძიმებლად მოხდა. ლევან მაჭავარიანის განცხადების კომენტირებისას  შალვა პპაუაშვილმა, კიდევ ერთხელ, განმარტა თუ  რატომ დადგა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობა.

მისი თქმით,  გარკვეული ორგანიზაციები, საელჩოები, ქვეყნები ამოფარებული იყვნენ ენჯეოებს და მოქალაქეებს ქართულ ორგანიზაციებად აჩვენებდნენ თავს.