31 აგვ 2026
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
"საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება. მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.