31 აგვ 2026
შუახევში მიმდინარე თვის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა ფულად წახალისებას.
დღესვე იმსჯელეს პროფესორ „რამაზ სურმანიძის სახელობის ყოველწლიური და ერთჯერადი ფულადი ჯილდოს დაწესებასა და გაცემაზე. სხდომაზე, ასევე, განიხილეს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე, საუბარია ფულადი ჯილდოების გაორმაგებაზე.