31 აგვ 2026
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ახალ საარჩევნო კანონთან სამართლებრივი ბაზის შესაბამისობაში მოყვანის პროცესი დასრულდა.
უსკომ სხდომაზე სამართლებრივი აქტები მიიღო, რის საფუძველზეც მოწესრიგდა საჯარო ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი.
ასევე, დამტკიცდა აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება და ცვლილებები გატარდა უსკოს რეგლამენტში.
პროცესი მიზნად ისახავდა უსკოს მოქმედი რეგულაციების განახლებას, ნორმათა შესაძლო წინააღმდეგობების გამორიცხვასა და კანონის აღსრულებისთვის საჭირო სამართლებრივი წინაპირობების ჩამოყალიბებას.