აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვები უახლოეს პერიოდში დაიწყება

31 აგვ 2026

აბიტურიენტებისთის ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთის რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალგაზრდებმა, რომლებმაც   ეროვნულ გამოცდებზე  მინიმალური ბარიერი გადალახეს და ვერ მოხვდნენ  ვერც ერთ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაირიცხონ ვაკანტურ ადგილებზე, როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, ასევე კერძო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.
განათლების მინისტრის განმარტებით აღნიშნული შეღავათები სტუდენტობის მსურველებისთვის მხოლოდ წელს განხორციელდება.

სიახლეს მავნებლური რეფორმა უწოდეს პარტია ,,გახარია საქართველოში“  სადაც განმარტეს რომ გადაწყვეტილება არ ემსახურება არც სტუდენტების და არც განათლების პრობლემებსა და გამომწვევებს.

ოპოზიციის  განცხადებას  გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშილის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა და განათლების მინისტრმა მიიღეს, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ისე მიმდინარეობდეს, რომ უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული.