31 აგვ 2026
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო მიზნად ისახავს, არქტიკა რუსეთთან დაპირისპირების ახალ ფრონტად გადააქციოს. სერგეი ლავროვის თქმით, აღნიშნულის მიზანია შეაფერხონ რუსეთისა და მისი მოკავშირეების განვითარება.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ქმედებები არქტიკაში რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. დაამატა, რომ რუსეთი სათანადოდ უპასუხებს თავისი ოპონენტების ნებისმიერ „მტრულ ქმედებას“.