რობერტ ქოჩარიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს

31 აგვ 2026

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.

ქოჩარიანის განცხადება მისი ოფისის ხელმძღვანელმა გააჟღერა, რომელშიც აღნიშნულია რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ უკანასკნელი სისხლის სამართლის ბრალდება აბსურდულია.

ქოჩარინი, ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა უკიდურესად სახიფათო ავანტიურაში აღმოჩნდა, რამაც ის დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახების ცენტრში მოაქცია.