31 აგვ 2026
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ვალერია კირლიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ.
29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.