ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან, ღონისძიება გაიმართა

31 აგვ 2026

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან, ღონისძიება გაიმართა.  

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელი გოგი ფაცაცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის პატივისცემა და იმ მძიმე პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა, რომელსაც დაკარგულთა ოჯახები წლების განმავლობაში აწყდებიან. 

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში — თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართა.  

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დღემდე, დაახლოებით ათას 900 ადამიანი  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.