31 აგვ 2026
აბესალომ რამიშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი ,, აფროსნობაში” დასრულდა. სპორტული შეჯიბრება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში 5 საიალქნო კლუბის აფროსნები მონაწილეობდნენ. მათ შორის ბათუმის, ფოთის, სოხუმისა და თბილისის ორი კლუბი. სპორტსმენები ლაზერის, ოპტიმისტის, ოპტიბოტის, ფინისა და კატამარანის კლასებში მონაწილეობდნენ.
ტურნირის მეორე დღე ფინალურ რბოლებსა და გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაეთმო. ტურნირის მიზანი საზღვაო სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, ახალგარზრდა სპორტსმენთა პროფესიონალიზმის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
აბესალომ რამიშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი აფროსნობაში აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.