კალათბურთი -  პორტუგალია VS საქართველო

31 აგვ 2026

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს. ორივე გუნდს მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა აქვთ - ოთხი სამზე. ბოლო ტურში საქართველოს მონტენეგრო 101:74 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს სტუმრად 95:89 მოუგო, ამიტომ დღევანდელ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პორტუგალია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.