ბათუმის „დინამომ“ „სპაერი“ დაამარცხა და მეორე ადგილზეა

31 აგვ 2026

ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის „დინამომ“ „სპაერს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ზღვისპირელებმა სამივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანეს. დუბლი შეასრულა ლუკა წულუკიძემ, პირველი ტაიმის მიწურულს კი მესამე გოლი „დინამოს“ ისრაელელმა ახალწვეულმა ავოკე ეშეტემ გაიტანა.