31 აგვ 2026
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ძიუდოს გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გახდნენ, გურამ თუშიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოსიტებს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდებათ, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.