ქართველმა კარატისტებმა ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგეს

31 აგვ 2026

მიმდინარე წლის 28-29 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართა ამერიკის ღია ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელშიც კანადის, არგენტინის, გერმანიის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 საქართველოს სახელით ჩემპიონატში სამმა სპორტსმენმა იასპარეზა. ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, ლევან ცინცაძის ხელმძღვანელობით ყველა ბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარეს და ოქროს მედლები მოიპოვა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული გახდა ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მინდია მგელაძე, 80 კილოგრამში ასევე წარმატებით იასპარეზა დათა ფუტკარაძემ და მანაც ჩემპიონობა მოიპოვა.

+80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა ევროპის ორგზის ჩემპიონმა დავით მსხალაძემ და ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.